რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 05.02.2023
ნანახია: 250

რუსმა ოკუპანტებმა 5 თებერვალს, დილით, ხარკოვი დაბომბეს. ამის შესახებ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშეფარებში დარჩენისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, რუსებმა ქალაქის ცენტრზე იერიში С-300--ის ტიპის რაკეტით მიიტანეს.

ამასთან, ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, მტერმა სარაკეტო დარტმა ქალაქის ცენტრში, კიევის რაიონზე განახორციელა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე