უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 20:56 | 03.02.2023
ნანახია: 209

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს,  კრემლის მუქარის მიუხედავად და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი.

ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 „ეს სამიტი აგზავნის ორ მკაფიო გზავნილს: პირველი - თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის - ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზით. კრემლი ჩვენ ვერ გვაშინებდა და ვერ დაგვაშინებს, რადგან ეროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია, მეორე გზავნილი - ევროკავშირში უკრაინის მომავალია. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩენთან ერთად, ჩვენს საერთო ევროპულ კავშირშია“,  - განაცხადა მიშელმა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე