თავდაცვის მინისტრის საჩუქარი რუსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს

საქართველო, თბილისი - 13:06 | 08.03.2016
ნანახია: 1678

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი რუსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.

ცხრაშვილიანი ოჯახის სამი წევრი ქართლოს, გიორგი და მიხეილ რუსიტაშვილები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად მანდილოსნებს 8 მარტი მიულოცა და ოჯახს საჩუქრად ბინის გასაღები გადასცა.

რუსიტაშვილების ოჯახი ბინას ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე