რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 21:22 | 22.01.2023
ნანახია: 310

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

„დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 5 საავიაციო დარტყმა მიაყენა თავდაცვის ძალებს და სარაკეტო დარტყმა კრიტიკულ ინფრასქტურას ზაპოროჟიეს ოლქში. განახორციელეს 20-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან“,- ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ბახმუტის მიმართულებაზე, აწარმოებს წარუმატებელ შეტევით მოქმედებებს ზაპოროჟიეს, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებებზე, კუპიანსკის, ნოვოპავლოვისა და ხერსონის მიმართულებებზე კი თავდაცვით ბრძოლებს ახორციელებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე