ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართ საპასუხო ავიადარტყმები განახორციელა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 30.09.2015
ნანახია: 2599

ღაზას სექტორის მებრძოლებმა ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რის შემდეგაც ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორს საპასუხო ავიადარტყმები მიაყენეს.

BBC-ის ინფორმაციით ისრაელმა ავიადარტყმები ოთხი ობიექტის წინააღმდეგ განახორციელა, რომლებიც მოძრობა ჰამასს ეკუთვნოდა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშდოდის მიმართ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა აიღეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე