III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 11:14 | 07.03.2016 ნანახია: 2247
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადას ესტუმრა.
თინათინ ხიდაშელმა საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინამძღვართან, მუფთ ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად ბრიგადაში მომსახურე მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა.
ამჟამად, III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი აღმსარებლობის 103 სამხედრო მსახურობს. სალოცავის გახსნის შემდეგ მუფთმა III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა. თავდაცვის მინისტრმა კი ჯარისკაცებთან საუბრისას დემოკრატიულ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ქვეყანას აქვს დემოკრატიული კანონმდებლობა და ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება. დემოკრატიული ხელისუფლება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს შესაძლებლობა ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ეს ინიციატივა გავახმოვანეთ პანკისში ყოფნის დროს და რეალობაში დავიწყეთ მისი საქმით გადაქცევა. ყველა სიტყვა, რომელსაც ვამბობ, შემდეგ საქმეთ იქცევა და ესეც ამის ერთ-ერთი დასტურია. ყველა ბრიგადაში, სადაც მუსლიმი სამხედროები მსახურობენ, ექნებათ საკუთარი აღმსარებლობის სრული, აბსოლუტური თავისუფლება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ III ქვეითმა ბრიგადამ ასე სწრაფად მოუყარა თავი ყველა საჭირო პირველად ღონისძიებას, რათა გაგვეხსნა ეს სამლოცველო. იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლოს კიდევ ორ ბრიგადაში შევძლებთ დავასრულოთ ეს პროცესი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქართულ ჯარში მსახურობს, თანასწორია და ყველას თანაბრად ექნება საკუთარი რელიგიით, მრწამსით სარგებლობის საშუალება. ჩვენ ამისთვის ყველა პირობას შევქმნით და ამის გარანტი თავდაცვის სამინისტროა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
დღესვე თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას სახმელეთო ჯარების ახლადდანიშნული დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე გააცნო, რომელსაც დასავლეთ სარდლობის შტაბს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.
III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამლოცველოს გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მუსლიმი სამხედროებისთვის სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა. სამხედრო ქვედანაყოფებში სათანადო ღონისძიებების გატარება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















