(R) „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა
საქართველო, თბილისი - 16:44 | 15.12.2022 ნანახია: 875
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ განაგრძობს ზრუნვას თანასწორი სამუშაო გარემოს დამკვიდრებაზე და ის უკვე „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანია გამოთქვამს მზაობას, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში თანასწორი შესაძლებლობების გამყარებაზე.
„ქალთა გაძლიერების პროგრამა“ შვიდ ძირითად პრინციპს ეფუძნება და ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. მთავარი იდეა კი სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში ქალების გაძლიერებაა. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ოფიციალურად ხელი 14 დეკემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ კონფერენციაზე მოაწერა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ვფიქრობთ, გაეროს „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმოწერით ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ასე, ერთობლივი ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ: დავარწმუნებთ ქალებს, არასოდეს თქვან უარი მიზნებსა და მისწრაფებებზე, იყვნენ მოტივირებულები და იცოდნენ მეტი თავიანთი უფლებების შესახებ. გვჯერა, ამ გზით მოვახერხებთ სტერეოტიპებთან გამკლავებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის წინ წამოწევას“.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პირველი კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელსაც ქალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კომპანია აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ყოველწლიურად ქალთა რალის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო სექტორთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კერძო ბიზნესის ინტერესი გენდერული თანასწორობის საკითხზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, სულ უფრო მზარდია. დღეს ქალთა გაძლიერების პრინციპებს საქართველოში უკვე 168 კომპანია აწერს ხელს, რაც, ჯამში, 70 000-ამდე დასაქმებულს ნიშნავს. მსოფლიო მასშტაბით კი „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი კომპანიების რიცხვი 7500-ს აღემატება.

ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი: „კერძო სექტორის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში ძალიან ღირებულია. გვიხარია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ, ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას - იქნება ეს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა, დასაქმებულებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზება, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თანამშრომლების გადამზადება, დაწინაურება თუ ზოგადად ხელშეწყობა. გვიხარია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების პრინციპებს შემოუერთდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. რაც უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთვება ამ საქმეში, მით უფრო ეფექტიანად და დროულად შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით“.
„ქალთა გაძლიერების პრინციპები“ 2010 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს, არსებული პოლიტიკა და პროგრამები ქალთა უფლებების გაფართოების განხორციელების პროცესს მოარგონ ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკა და პროგრამები შეიმუშაონ. საერთაშორისო პრინციპებზე ხელმოწერით ამ პროცესს უკვე „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ შეუერთდა.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















