გაბაშვილი პაპუაშვილზე: საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი და კატასტროფაა

საქართველო, თბილისი - 23:42 | 05.03.2016
ნანახია: 2306

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასეთი მეთოდებით შანტაჟი არის საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი და კატასტროფა, ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასეთი მეთოდებით შანტაჟი არის საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი და კატასტროფა. ეს ხელისუფლებას ძალიან სერიოზულად დააზარალებს და, თუ ხელისუფლებაში ვინმე გონიერი არსებობს, ამ გზით ნამდვილად არ უნდა იაროს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რეებზე წამსვლელი ხელისუფლებაა, თუკი ივანიშვილს აქვს გაცემული ამგვარი დავალება. თუმცა, ეს იქნება საიმიჯო კატასტროფა საერთაშორისო მასშტაბით,“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე