კალაძე: ,,აზოტსა“ და ,,სოკარს“ შორის ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება

საქართველო, თბილისი - 16:08 | 04.03.2016
ნანახია: 1747

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ,,რუსთავის აზოტს“ ფუნქციონირებისთვის არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მისი ინფორმაციით, „სოკარის“ წარმომადგენლები „აზოტის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ და ხელშეკურლება, რამდენიმე დღეში გაფორმდება.
მისივე თქმით, რუსთავის „აზოტის“ მუშაობა სარემონტო სამუშაოების გამო იყო შეჩერებული.
,,როდესაც მიდის სარემონტო სამუშაოები, ქარხნის ამუშავება ფიზიკურად ვერ მოხდება, ამიტომ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიღებულია, შეთანხმება მიღწეულია და რამდენიმე დღეში, ალბათ, იქნება ხელშეკრულების გაფორმება და „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, რუსთავის „აზოტი“ „სოკარს“ ტარიფის გადახედვას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია, თანამშრომლების დათხოვნას არ გამორიცხავს.თვეზე მეტია, ქარხანამ პროდუქციის წარმოება შეაჩერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე