ვარწმუნებ ყველას, საქართველოს მსგავსი ერთგული დასაყრდენი აშშ-ს და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს რეგიონში - გია ვოლსკი
საქართველო, თბილისი - 20:29 | 22.11.2022 ნანახია: 519
ვარწმუნებ ყველას, მათ შორის ამერიკელებს, ელჩსაც და სენატის წევრებსაც, რომ ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-ს და და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია, მხარდამხარ გვიომია და კიდევ დავდგებით ერთად, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში პოზიტივს რომ ხედავს, ეს „ქართული ოცნების“ საქმიანობიდან გამომდინარეობს.
ამასთან, ვოლსკიმ დევიდ კრამერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გაუგებარია, საქართველომ რა პოზიციიდან დაიხია უკან.
„კრამერის პოზიცია ვიცით. ის არის ამერიკული გვარით ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წევრია რადიკალური ოპოზიციისა თუ ლიდერი არა. რადგან კრამერმა თქვა, ჩვენ თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ დემოკრატიის უკუსვლაა. დღეს, სერგო თეთრაძეზე იყო საუბარი. სულ არ უნდოდა იმ კონკრეტულ ადამიანს, რომ შეეყვანათ და დამიზნებულად, დავალების მიხედვით ემოქმედა სადამსჯელო ჯგუფს, კონკრეტული გვარებიც ვიცით, უსასტიკესად ეწამებინათ და წამებაში მოეკლათ. ეს ერთი შემთხვევა ხომ არ არის? ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო. საიდან დავიხიეთ უკან. მანდ ჩამოვედით ისევ? თუ მაგ მდგომარეობიდან დავიხიეთ უკან?“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპული გზისკენ სვლა წარმატებული იყოს.
„ძალიან კატეგორიული და მძიმე ბრალდებები აქვთ პოლონეთის სასამართლოს მიმართ ევროკავშირში, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, სანქციები დაადეს და ჩაუკეტეს ტრანში. რატომ? იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთის ინტერესები უფრო მაღლაა, ვიდრე ევროკავშირის კანონები. მე კი არ ვამბობ, რომ კანონებს უნდა მოვწყდეთ, ჩვენ სინქრონიზაციაზე ვმუშაობთ ამდენი წელია და ბევრი სამუშაო გაკეთებული. არის ეს დამოკიდებულება და არ ვფიქრობ, რომ ამაში არაჯანსაღი არაფერი არ არის. ვიშეგრადის სხვა ქვეყნები ნახეთ, შიგნით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ დონფრიდიც და თვითონ სენატის კომისიაც საქართველოსთვის იღწვიან. ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ ამასთან დაკავშირებით. ვარწმუნებ ყველას, მათ შორის ამერიკელებს, ელჩსაც და სენატის წევრებსაც, რომ ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-ს და და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია, მხარდამხარ გვიომია და კიდევ დავდგებით, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება საკითხი. ერთი თემაა, რაც დევიდ კრამერს განსაკუთრებთ უნდა ახსოვდეს, ლომის წვლილი იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პოზიტიურს ხედავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, იმ საქმიანობიდან გამომდინარეობს, რომელიც „ქართული ოცნებამ“ გასწია წლების მანძილზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















