განვაგრძობთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას - დეგნანი

საქართველო, თბილისი - 19:21 | 21.11.2022
ნანახია: 242

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებენ.

"ჩვენ განვაგრძობთ მის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას. გვაქვს მუდმივი კონტაქტი სახალხო დამცველთან. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ყურადღების ქვეშ და იყოს სამართლიანი, ისე, როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული", - აღნიშნა ელჩმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე