ხაბეიშვილის არქივი პანდორას ყუთი აღმოჩნდა - ამდენ ყურადღებას არ ვაქცევდი. თურმე რა საზიზღარი ფიგურაა - თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:02 | 21.11.2022
ნანახია: 374

ხაბეიშვილის არქივი პანდორას ყუთი აღმოჩნდა - მე ამდენ ყურადღებას მას არ ვაქცევდი. თურმე რა საზიზღარი ფიგურაა, -ამის შესახებ  „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ხაბეიშვილის არქივი პანდორას ყუთი აღმოჩნდა - მე ამდენ ყურადღებას მას არ ვაქცევდი. თურმე რა საზიზღარი ფიგურაა.
მისი შეთავაზება პოლიტიკური ძალის ლიდერად, მიუხედავად იმისა ვისში უპირებ მერე შეფუთვას,  მხოლოდ ამ იდეის ავტორების დამოკიდებულებას აღწერს ქართველი ხალხის მიმართ.
ხაბეიშვილის პროექტის ავტორების აზრით ქართველი ხალხი ჩამორჩენილი მასაა, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია აკადრო და ფიქრობ, რომ ყველაფერს შეჭამს.
მე მართლა მგონია, რომ დიდ ალიყურს მიიღებენ ამის გამო ხალხისგან", - წერს ჩერგოლეიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე