არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:41 | 21.11.2022
ნანახია: 356

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება საჭირო არ არის.

"მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია.

მანამდე, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე