უკრაინის 20% დღეს პოლიგონად არის გადაქცეული, ამ ომის გამჩერებელი არავინ არ არის - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:30 | 18.11.2022
ნანახია: 292

უკრაინის 20% დღეს პოლიგონად არის გადაქცეული, ამ ომის გამჩერებელი არავინ არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ცივი ომის დასრულების შემდეგ. დღეს ქვეყანა და მთელი მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშე. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია და ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხეები და რისკები ახლავს ამ ყველაფერს.

უკრაინის 20% დღეს პოლიგონად არის გადაქცეული, ამ ომის გამჩერებელი არავინ არ არის. ასეთ ვითარებაში უპასუხისმგებლო ქმედება არის ღალატის ტოლფასი, ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. შეხედეთ ევროპის სახელმწიფოებს, ნატოს წევრ სახელმწიფოებს, როგორ მოქმედებენ. ისინი ჯერ იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და შემდეგ უზიარებენ სხვა ქვეყნებს საკუთარ რესურსებსა თუ დახმარებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე