იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები - მტერი და მოღალატე - არმაზ ახვლედიანი
საქართველო, თბილისი - 15:13 | 18.11.2022 ნანახია: 408
იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე. იქნებ მოვახერხოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ არავინ საქართველოს არ მტრობს, მაგრამ შესაძლოა თავისებურად ესმოდეს თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის, - პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„ეს სიმწვავე თუ დუღილის ტემპერატურა, რაც ახლა არის დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე, ალბათ არ იქნებოდა, თუკი ჩვენ მოვახერხებდით და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შევძლებდით თვისობრივად გადაგვეტვირთა ქართული პოლიტიკური პროცესი. გაგვეთვალისწინებინა ყველა არსებითი შეცდომა, რაც იყო დაშვებული წინა ორი ათწლეულის განმავლობაში. გარწმუნებთ, რომ ახლა ჩვენ შევძლებდით საუბარს არა ევროკავშირის წევრობის სტატუსზე, არამედ უკვე გადავიდოდით შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ჯერ კიდევ სტატუსს ვებღაუჭებით. გამოსავალი არ გამოჩნდება მანამ, სანამ მხარეები ვერ ვახერხებთ შეთანხმებას უმთავრეს საკითხებზე. მინიმუმ იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე. იქნებ მოვახერხოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ არავინ საქართველოს არ მტრობს, მაგრამ შესაძლოა თავისებურად ესმოდეს თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















