ირანის უსაფრთხოების ძალებმა 9 და 14 წლის ბიჭები მოკლეს - BBC

საქართველო, თბილისი - 11:43 | 18.11.2022
ნანახია: 429

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი მოზარდი ბიჭი მოკლეს. ინფორმაციას BBC ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მკვლელობა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლება იზეჰში მოხდა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი,  „ტერორისტულ თავდასხმას“ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

ოპოზიციურმა წყაროებმა მედიასაშუალებას უთხრეს, რომ ცეცხლი უსაფრთხოების თანამშრომლებმა გახსნეს, რის შედეგადაც 9 წლის კიან პირფალაკი და 14 წლის სეფეჰრ მაგსუდი მოკლეს.

BBC -ის ცნობით, ირანში 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციების დროს სულ 13 ადამიანი მოკლეს. ქვეყანაში აქციები 2019 წელს საწვავის გაძვირების გამო საპროტესტო მოძრაობის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე