გაიცანით პორშეს ფლაგმანის ახალი ვერსია - 911 Dakar (R)
საქართველო, თბილისი - 14:49 | 17.11.2022 ნანახია: 995
-
• ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე Porsche 911 Dakar-ის პრემიერა შედგა
-
• ჯამში მხოლოდ 2 500 ეგზემპლარი შეიქმნება
პორშეს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე განსაკუთრებული მსოფლიო პრემიერა აქვს: სპორტული ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა ახალი Porsche 911 Dakar წარადგინა, რომელიც ცუდ გზებზეც ისევე კარგად გრძნობს თავს, როგორც ასფალტზე. ეს გახლავთ 911-ის ექსკლუზიური ვერსია, რომლის მხოლოდ 2 500 ეგზემპლარი იქმნება და რომელიც ამტკიცებს, რომ Porsche 911-ის კონცეფციისთვის საზღვრები და ჩარჩოები არ არსებობს.
911 Dakar-ის მისია ისიცაა, რომ შეგვახსენოს პორშეს ტრიუმფი 1984 წლის რალი პარიზ-დაკარიზე - წარმატება, რომელთანაც ასოცირდება სრული ამძრავის დებიუტი Porsche 911-ში. შესაბამისად, ახალი 911 Dakar სპეციალურად რალის დიზაინ-პაკეტით გამოვიდა და 1984 წლის იკონურ ტრიუმფატორ ავტომობილს გაგახსენებთ.

პირველი, რაც Porsche 911 Dakar-ის შეთვალიერებისას თვალში მოგხვდებათ, მისი კლირენსია, რომელიც, Dakar-ვერსიის შემთხვევაში, 50 მილიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, სპორტული სავალი ნაწილის მქონე 911 Carrera-ში. გარდა ამისა, შესაძლებელია კლირენსის კიდევ 30 მილიმეტრით აწევა. შედეგად ვიღებთ კლასიკური SUV-ისთვის დამახასიათებელ კლირენსსა და რამპაზე გადასვლის კუთხეს. აღნიშნული კლირენსით შესაძლებელია მაქსიმუმ 170 კმ/სთ-ის განვითარება. თუკი ავტომობილი ამ სისწრაფეს გადააჭარბებს, კლირენსი ავტომატურად უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას.
სპორტული ოფროუდპერფორმანსისთვისაა განკუთვნილი სპეციალურად ამ მოდელისთვის დაპროექტებული საბურავები Pirelli Scorpion All Terrain Plus - წინ 245/45 ZR 19 ზომით, ხოლო უკან 295/40 ZR 20 ზომით. ამ საბურავებით 911 Dakar მზადაა ნებისმიერი სახის გამოწვევისთვის რალისა და ოფროუდზე. სერიულად კი ავტომობილი აღჭურვილია All-Terrain-საბურავებით, რომლებიც ასფალტზეც სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელ დინამიკას გვთავაზობენ.

სოლიდური ამძრაობა ნებისმიერ ზედაპირზე
Porsche 911 Dakar აღჭურვილია 3 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი Biturbo-ძრავით, რომელსაც 480 ცხენის ძალა და 570-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს. ეს აგრეგატი შესანიშნავი პერფორმანსის გარანტიაა და ბოქსერისთვის დამახასიათებელი ემოციური ჟღერადობითაც გამოირჩევა. აღნიშნული ძრავა 911 Dakar-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ამდე 3,4 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი, All-Terrain-საბურავების გამო, 240 კმ/სთ-ია.
ხსენებული ძრავა, სტანდარტულად, 8-საფეხურიან PDK-სთან და პორშეს სრული ამძრაობის სისტემასთან თანამშრომლობს. სერიულ კომპლექტაციაში შედის ასევე უკანა თვლების მოხვევა, 911 GT3-ის ძრავის საყრდენი ბალიში და რხევების სტაბილიზაციის სისტემა PDCC. ხსენებული კომპონენტების ერთობლიობა 911 Dakar-ს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთნაირად დინამიკურად დადიოდეს როგორც ქვიშასა და ხრეშზე, ისე სარბოლო ტრეკზეც, ისეთზე, როგორიცაა ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფე“.

უგზოობაზე მაქსიმალურ შესაძლებლობებს ემსახურება სვლის ორი ახალი რეჟიმიც, რომელთა გააქტიურებაც საჭეზე განთავსებული ჩამრთველითაა შესაძლებელი. რეჟიმი „რალი“ განკუთვნილია განსაკუთრებით არათანაბარი და უსწორმასწორო, რალის სტილის უგზოობისთვის, როცა სრული ამძრავი უფრო მეტად უკანა ღერძზეა ორიენტირებული. მეორე კი ოფროუდრეჟიმი გახლავთ, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და რთულ უგზოობაზე და ქვიშაში მაქსიმალურ მოჭიდებას ემსახურება. ორივე რეჟიმში შესაძლებელია „რალის ლანჩ კონტროლის“ გააქტიურება - ეს სისტემა შთამბეჭდავ აჩქარებას ემსახურება.
აღსანიშნავია კარბონის უკანა სპოილერი და 911 GT3-იდან გადმოტანილი კარბონის კაპოტი. ამასთანავე, ავტომობილს სერიულად მოჰყვება ოფროუდვიზუალისთვის დამახასიათებელი დეტალები. საინტერესოა, რომ 911 Dakar 1 605 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ PDK-თი აღჭურვილ 911 Carrera 4 GTS-ზე მხოლოდ და მხოლოდ 10 კილოგრამით მძიმეა.

ინტერიერის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია სერიული Racetex-კომპლექტაცია სპეციალური, Shadegreen ფერში გადაწყვეტილი ნაკერებით. Rallye Sport პაკეტში ოფციურად შედის დამცავი მილოვანი ძელი, 6-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები და ცეცხლმაქრი. 911 Dakar-ის მფლობელებს შეუძლიათ, ექსკლუზიურად შეუკვეთონ ასევე Porsche Design Chronograph 1 ‒ 911 Dakar ან Chronograph 1 ‒ 911 Dakar Rallye Design Edition. მისი კორპუსი პირველად დამზადდა განსაკუთრებით გამძლე და მსუბუქი რკინის კარბიდისგან.
ახალი Porsche 911 Dakar-ის შეკვეთა უკვე „პორშე ცენტრი თბილისშიც“ არის შესაძლებელი.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















