აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, რუსეთის სარაკეტო დარტყმების დროს კიევში იმყოფებოდა - Washington Post

საქართველო, თბილისი - 11:26 | 16.11.2022
ნანახია: 412

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი  უილიამ ბერნსი რუსეთის სარაკეტო დარტყმების დროს კიევში იმყოფებოდა, - ამის შესახებ Washington Post-ი იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ის 15 ნოემბერს კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, სარაკეტო დარტყმების დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

Washington Post-ი  ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტმა დაადასტურა აშშ-ის ხელისუფლების მტკიცე მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ორშაბათს, 14 ნოემბერს  უილიამ ბერნსი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ და რუს ლიდერებთან მოლაპარაკებებისთვის ხშირად აგზავნის,  ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე