უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა - ოლივერ ვარჰეი
საქართველო, თბილისი - 15:13 | 15.11.2022 ნანახია: 493
უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. ასე მუშაობს სისტემა, სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. ასე მუშაობს სისტემა, სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა, გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევაში, 2004, 2007-ში გაფართოების გზაზე, ხორვატიაც იგივე რეჟიმში იყო. ქვეყნის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში პროცესი მართვადი არ იქნება. ამიტომ არ მინდა, აქცენტი გავაკეთო ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, რადგან ყველაფერი იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება, არის ის, რომ უნდა არსებობდეს ფუნდამენტური შეთანხმება მიზანსა და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის გვთავაზობს წინადადებებს, ის გვთავაზობს საქმეს, რომელიც ეფუძნება ამ რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ აქ ყველაზე მეტი წილი პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















