ოთარ დანელია რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველო, თბილისი - 13:02 | 03.03.2016 ნანახია: 1816
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფერმერებს შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა მხარის გუბერნატორთან, პაპუნა უგრეხელიძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძეთან ერთად ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის “ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოკომპელქსი დაათვალიერა. კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა. ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია კი, რეგიონებში მესაქონლეობის დარგის წახალისების სამაგალითო პროექტია. აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს მზარდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით კი, მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით.
,,ქართულ-შვეიცარიული საწარმო არის მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მეცხოველეობის დარგის განვითარებას. კომპანიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხდა გენეტიკურად გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშის ძროხების გადაცემა და ფერმების შექმნა, კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა, მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი, ისევ კომპანია იბარებს. გვსურს ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში დავნეროთ, რადგან ეს მნიშვნელოვნად განავითარებს მეცხოველეობის დარგს, ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის გაზრდას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში - შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში ფლობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ - მდე აღწევს.
როგორც კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ დამფუძნებელმა, ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებულია. საწარმო აღჭურვილია შვეიცარულ-ფრანგული უახლესი აპარატურით. .
,,საქართველოში პირველად, ,,ბლაუენშტაინ საქართველომ“ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ე.წ. "დამწიფებულ ხორცს“ წარმოება დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, 14-21 დღის განმავლობაში ხორცის განთავსება შესაბამისი ტენიანობის და ტემპერატურის მქონე მაცივრებში ხდება, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს. პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები ხორცილდება. საწარმოში სანიტარიულ-ჰიგიენური ყველა ნორმა მაქსიმალურად არის დაცული“, - აღნიშნა ირაკლი კერვალიშვილმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















