საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 21:42 | 14.11.2022
ნანახია: 270

საქართველოს 15 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში​ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე