„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 18:06 | 14.11.2022
ნანახია: 239

„ნაცმოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ვგულშემატკივრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც შეთანხმებაუნარიანი იქნება და შეეძლება, შეთანხმებას, რომელსაც დადებს, შეასრულოს. პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის. წინასწარ არავინ იცის, რა გამოვა ამ პროცესებიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ერთად დარჩენისთვის იდეა უნდა იპოვონ, რადგან თუ პოლიტიკიდან გავა მიხეილ სააკაშვილი, ანუ გავა „ნაცმოძრაობის“ მთავარი დამაკავშირებელი და პარტიაში არსებული განსხვავებები უფრო თვალსაჩინო იქნება. „ნაცმოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც ხელახლა გაერთიანდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე