როგორც ჩანს, დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ - სარჯველაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

საქართველო, თბილისი - 18:00 | 14.11.2022
ნანახია: 248

ვიღაცები საუბრობდნენ საბოტაჟზე, ცხელ შემოდგომაზე და ა.შ. როგორც ჩანს, აი ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდა, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე.

"ისინი ბევრს საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას შეძლებდნენ. აქა-იქ ვიღაცები საუბრობდნენ საბოტაჟზე, ცხელ შემოდგომაზე და ა.შ. როგორც ჩანს, აი ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ. რეალურად, აი ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის მარცხსა და კრახს იმდენად მწვავედ განიცდიან, რომ ფაქტია, რეალურად რესურსი აღარ დარჩა საიმისოდ, რომ ამ დრომდეც პარტიის შიგნით არსებული პრობლემები შენიღბონ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი და იმ პარტიის მარცხითა და ფიასკოთი დასასრული, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრი მანკიერი პროცესის "შემოქმედია", - განაცხადა სარჯველაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე