კომენტარის გარეშე ვტოვებთ, იცით, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა - პესკოვი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე

საქართველო, თბილისი - 15:55 | 14.11.2022
ნანახია: 340

გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ "ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა".

"ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ, თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია".- ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორ აფასებს კრემლი ხერსონში ზელენსკის ჩასვლის ცნობებს და მიიჩნევენ თუ არა ამას "კიევის პროვოკაციად".

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე