როცა დოკუმენტურად გვექნება დადასტურებული, რომ კვლავაც არ მივიღებთ სტატუსს „ქართული ოცნების“ გამო, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში უნდა გავიდეთ - მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 15:05 | 14.11.2022
ნანახია: 326

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს, ქუჩის აქციებისთვის ემზადება. პროტესტის დაწყებამდე კი აანონსებენ, რომ მათთვის ბრიუსელის პოზიცია ცნობილია, კერძოდ, მათი მტკიცებით, ქვეყანა მომავალ წელს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„როცა დოკუმენტურად გვექნება დადასტურებული, რომ კვლავაც არ მივიღებთ სტატუსს „ქართული ოცნების“ დამსახურების გამო, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში უნდა გავიდეთ და მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებას. არავინ ამბობს ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლაზე, მაგრამ საუბარია მიტაცებული ძალაუფლების ეტაპობრივ დათმობაზე. მთავარი პასუხისმგებელი პირი რეკომენდაციის შესრულებაზე რა თქმა უნდა ხელისუფლებაა. სადაც დავინახეთ, რომ სწორია, დავუჭირეთ მხარი“, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე