სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც პატიმრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს - კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:18 | 14.11.2022
ნანახია: 256

მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, "ქართილი ოცნების" გადასაწყვეტი არ არის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი.

„სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არის შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პატიმრის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. აქ პარტია რა შუაშია. ყველა პატიმართან მიმართებით შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან, სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე