შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 22:48 | 13.11.2022
ნანახია: 234

სალომე ზურაბიშვილი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას "ტვიტერზე" აქვეყნებს.

"შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახის წევრებს და გამოვხატავ უდიდეს თანაგრძნობას პრეზიდენტ ერდოღანის და თურქი ხალხის მიმართ" - წერს ზურაბიშვილი.

სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება დღეს, 13 ნოემბერს ადგილობრივი დროით 16:20 საათზე  მოხდა.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 53 დაშავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე