სტამბოლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 18:32 | 13.11.2022
ნანახია: 363

სტამბოლში აფეთქება მოხდა.  ქალაქის გუბერნატორმის ალი ერლიკაიამ განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. თუმცა ის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებს.

აფეთქება ტაქსიმის მოედანზე, ბეიოღლუს რაიონში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა. BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ათი დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა განახორციელა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე