ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ხერსონის დაბრუნებას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 12.11.2022
ნანახია: 365

უკრაინას და უკრაინელებს ხერსონის დაბრუნებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ულოცავს.

 "მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას. ეს უკრაინის ერთობისა და გამძლეობის შედეგია. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე