მიხეილ სააკაშვილი კვლევების ჩასატარებლად სხვა კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი

საქართველო, თბილისი - 18:02 | 11.11.2022
ნანახია: 311

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლევების ჩასატარებლად კლინიკა "ვივამედიდან" სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰყავდათ გადაყვანილი. ინფორმაციას მედიას "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე უდასტურებს.

მისი თქმით, სააკაშვილი გარკვეული დაავადების გამორიცხვის ან დადასტურების მიზნით სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა MRI კვლევა.ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ამ კონკრეტული კვლევის ჩატარება ვივამედში ტექნიკური პრობლემის გამო იყო შეუძლებელი, ვინაიდან შესაბამისი აპარატი დღეს არ მუშაობდა.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს ტუბერკულოზი აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე