ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით? - გოცირიძე ჩალაძეზე

საქართველო, თბილისი - 15:56 | 11.11.2022
ნანახია: 414

"დაგვცინით?" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის მიერ პარტიის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ეხმაურება და მის მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ Facebook-პოსტის ფოტოს ავრცელებს. 

"ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?

ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ.

კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა. პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით". - წერს გოცირიძე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურა დღეს, 11 ნოემბერს დააყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე