„მამაკაცური საუბრები“ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის - „თეგეტა“ პირველია ბიზნესსექტორში, სადაც საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს (R)
საქართველო, თბილისი - 15:17 | 10.11.2022 ნანახია: 689
-
თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად „თეგეტა ჰოლდინგი“ დასაქმების პოლიტიკაში ზრუნვის კომპონენტს აძლიერებს
-
პროექტი UNFPA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. „გაეროს მოსახლეობის ფონდსა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივლისში გაფორმდა
,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. სამართლიანი და თანაბარუფლებიანი სამუშაო გარემოს საფუძვლიანად დამკვიდრებისთვის კომპანიაში უკვე რამდენიმე თვეა, პროგრამა სახელწოდებით „მამაკაცური საუბრები“ მიმდინარეობს. პროექტს „თეგეტა“ „გაეროს მოსახლეობის ფონდთან“ და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-თან ერთად ახორციელებს.
„თეგეტა“ პირველი კომპანიაა ბიზნესსექტორიდან, სადაც სატრენინგო მოდული მასშტაბური სახით დაინერგა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სისტემური მიდგომა არა მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების, არამედ მთელი გუნდის ცნობიერების ამაღლებაზე მოახდენს დადებით გავლენას, რაც თავის მხრივ დასაქმებულთა პროდუქტიულობას შეუწყობს ხელს. სარგებელი კი ჯერ კონკრეტული ბიზნესის საქმიანობაზე, საბოლოოდ კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აისახება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც „თეგეტას” კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. უკვე 27 წელია ჩვენი კომპანია ამ პრინციპის ერთგულია. თამამი ნაბიჯების გადადგმას „თეგეტაში“ არასოდეს ვერიდებოდით. მიგვაჩნია, რომ პროფესიები სქესის მიხედვით არ იყოფა და გვეამაყება, რომ საქართველოში პირველად ქალი მექანიკოსები სწორედ „თეგეტას“ სერვისცენტრებში მუშაობენ.
გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ვფიქრობთ, დაგვეხმარება, გავზარდოთ ცნობიერება გენდერული თანასწორობის შესახებ, ხელი შევუწყოთ და მეტი ინფორმაცია მივცეთ ჩვენი გუნდის წევრებს ზოგადად უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
პროექტი „მამაკაცური საუბრები“ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და კანადელი თეორეტიკოსის, მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას ეფუძნება. პროგრამა „თეგეტაში“ ზაფხულში დაიწყო და ყოველთვიურად ტარდება.
მოდულში ჩართვა ნებაყოფლობითია და მას სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები ესწრებიან. შეხვედრებს საერთაშორისო მოდულის მიხედვით მომზადებული ფასილიტატორები უძღვებიან. სესია დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. მონაწილეები ღიად განიხილავენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, მონაწილეობენ როლურ თამაშებში და მსჯელობენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე.
ჰოლდინგში უკვე ჩატარებულ ოთხ შეხვედრას მაღალი და შუა რგოლის მენეჯერები ესწრებოდნენ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თანამშრომელთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: „გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეებისა და პარტნიორების წრის გაფართოება და იმ ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების შემოკრება, რომლებიც თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს იზიარებენ. მიგვაჩნია, რომ სოციალური ცვლილებები მხოლოდ მრავალსექტორული მუშაობით მიიღწევა და სწორედ ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. მისასალმებელია დამოკიდებულება და მაღალი მგრძნობელობა, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ იჩენს ისეთი საკითხებისადმი, როგორებიცაა ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“.
პროექტის ფარგლებში, სესიების ჩატარება კამპანიამ „კაცები ზრუნავენ“ უზრუნველყო. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მამაკაცები, რომლებიც მაღალ მგრძნობელობას ავლენენ დისკრიმინაციული ნორმების მიმართ, ხდებიან უკეთესი ლიდერები, თანამშრომლები და მზრუნველები ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფების მიმართ.

მირიან ჯუღელი, ორგანიზაციის „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი: „სემინარი „მამაკაცური საუბრები“, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება, მხოლოდ 2022 წელს სემინარს 800-ზე მეტი კაცი დაესწრო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა, სემინარი მისი თანამშრომლებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.
სემინარის დროს კაცები ისეთ საკითხებს განიხილავენ, რაზეც შესაძლოა ყოველდღიურად არ საუბრობენ ან ფიქრობენ. მაგალითად, მამის როლი ბავშვის აღზრდაში, საოჯახო საქმეების გადანაწილება, სტერეოტიპები და მათი დაძლევა. შესაბამისად, ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდნენ თავიანთ ღირებულებებსა და მოსაზრებებზე. ჩვენი ქვეყნის მთავარი რესურსი ადამიანია, შესაბამისად, ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორი გარემოს არსებობა, სადაც თავისი პოტენციალის რეალიზების ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს“.

სესიების ჩატარება „თეგეტაში“ მთელი წლის განმავლობაში იგეგმება. თანასწორი სამუშაო გარემოს მეტი ხელშეწყობისათვის ჰოლდინგში შესაბამისი პოლიტიკაა შემუშავებული, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“ 2500-ამდე თანამშრომლით დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















