„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს ახალი მუსიკალური პროექტი (R)
საქართველო, თბილისი - 13:49 | 10.11.2022 ნანახია: 449
„ვოლვო ქარ საქართველო“ და რადიო GIPA მსმენელებს ახალ მუსიკალურ სივრცეში აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების Live პერფორმანსები გაიმართება. კოლაბორაციის მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა, მსმენელისთვის მუსიკალურად მრავალფეროვანი სივრცის შექმნა და მათთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.
პროექტის პირველი კონცერტი ეთერში უკვე გავიდა და მსმენელმა მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას შემოქმედება მოისმინა.
პროექტის შექმნის იდეა რადიო GIPA-ს ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს და მუსიკალურ პროდიუსერს, მუსიკოს მიშო ურუშაძეს გაუჩნდათ.
თინა კლდიაშვილი, რადიო GIPA-ს ხელმძღვანელი: „როგორც იცით, რადიო GIPA ოფიციალურად თანამშრომლობს ამერიკულ რადიოსთან NPR-თან. მათ აქვთ ასეთი პროექტი - Tiny Desk Concerts. მე და მიშო ვსაუბრობდით ამ გამოცდილების გაზიარებაზე და გადავწყვიტეთ, საქართველოს რადიოსივრცეში აქამდე არარსებული ფორმატი, ე.წ. „ლაივ“ პერფორმანსი გაგვეკეთებინა. ეს იდეა „ვოლვო ქარსის“ წარმომადგენლებს გავუზიარეთ და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.
ამ ფორმატის პერფორმანსი საქართველოს რადიოსივრცეში არ გაკეთებულა და მნიშვნელოვანია იმ კონტენტის გამო, რომელსაც ამ კონკრეტული პროექტის მეშვეობით მსმენელი მოისმენს. ის მუსიკა, რომელსაც რადიო GIPA და Volvo მსმენელს სთავაზობს, ქართველი არტისტების, ამ შემთხვევაში, მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას მიერ არის შექმნილი. ასეთი ხარისხიანი მუსიკის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება ჩვენთვის ის უპირატესობაა, რომლითაც ვამაყობთ. აქვე დიდი მადლობა მიშოსა და ამიკოს იმ მუსიკისთვის, რომელსაც ისინი ქმნიან“.
ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერაა „ვოლვო ქარ საქართველოს“ პროექტში ჩართვის მიზეზი. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ რადიო GIPA-სთან თანამშრომლობა პრიორიტეტებისა და მიზნების თანხვედრის გამო გადაწყვიტეს.
რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან ვცდილობთ, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ქართველ არტისტებს და ზოგადად, ხარისხიანი მუსიკის პოპულარიზაციას. ვფიქრობთ, ეს პროექტი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მსმენელებისთვისაც სასიამოვნო იქნება, იმ დროში, რომელსაც სახლიდან სამსახურამდე მანქანაში ატარებენ, შესანიშნავ მუსიკას მოუსმინონ. გვსურს, „ვოლვოს“ მომხმარებლები გავახალისოთ. გვინდა, ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე, მათ განწყობაზე და ამას ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერით ვაკეთებთ“.
„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების „ლაივ“ კონცერტები თვეში ერთხელ გაიმართება. რადიოეთერის (FM 94.3) გარდა, მუსიკალური შოუს მოსმენა ორივე კომპანიის Facebook გვერდებზე დაანონსდება, აქვე განთავსდება კონცერტების „სტრიმიც“.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















