შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ სააკაშვილის განაჩენს გრეგოროვა უწოდებს პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 00:00 | 10.11.2022
ნანახია: 251

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება ფასდება პოლიტიზირებულად. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"დღეს გრეგოროვა გამოვიდა და ორი პრობლემა არისო, ერთი რომ სამედიცინო ამბავიაო და მეორე პოლიტიზირებულია მართლმსაჯულება სააკაშვილთან მიმართებითო. ეს ხომ სირცხვილია, ჯერ გრეგოროვამ რა იცის საქართველოში რა არის პოლიტიზირებული და რა არ არის, თავის ჩეხეთს მიხედოს, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოუპოვებია. ეს ერთი, მაგრამ ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, რომ სააკაშვილის ამ განაჩენს უწოდებს პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას", - თქვა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე