Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ერა სრულად ელექტრიფიცირებულ EX90-თან ერთად დაიწყო
საქართველო, თბილისი - 19:02 | 09.11.2022 ნანახია: 1174
ვოლვო ქარსის სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების ეპოქა ოფიციალურად დაიწყო.
უსაფრთხოებით გამორჩეულმა ბრენდმა, შვედურმა ავტოგიგანტმა, Volvo Cars-მა ახალი მოდელი, SUV Volvo EX90 წარადგინა. ინტელექტუალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოჯახო ქროსოვერი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
მსოფლიო პრემიერა სტოკჰოლმში შედგა. SUV Volvo EX90 ვოლვოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ როუენმა ექსპერტებთან ერთად წარადგინა.
ინტერიერის დაცულობის სისტემა:
სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა ახალი, ვოლვოს ყველაზე ეკომეგობრული მოდელისათვის სპეციალური რადარი უნიკალური ტექნოლოგიით შექმნეს. სისტემა ყველაზე სენსიტიურ მოქმედებაზე, მძინარე ახალშობილის მოძრაობასა და სუნთქვაზეც კი რეაგირებს. რადარი სრულად დაფარავს ინტერიერს, საბარგულის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი წყალობით უსაფრთხოების დონე ვოლვოს ავტომობილებში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს. სპეციალური სენსორი ავტომანქანაში რამდენიმე ადგილას არის ინტეგრირებული. გამაფრთხილებელი სიგნალი კი მანქანის დაკეტვისას ამოქმედდება. ავტომობილი არ ჩაიკეტება და საგანგებო შეტყობინებას მძღოლი ცენტრალურ ეკრანზე მიიღებს.
სრული დაცულობისთვის ინოვაციური გამოგონება კლიმატკონტროლის სისტემის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. მოწყობილობა ჩართული დარჩება, თუ სენსორი ავტომობილში ობიექტს დააფიქსირებს.
ექსკლუზიური გამოგონება თავდაპირველად სრულად ელექტრიფიცირებულ SUV Volvo EX90-ში დამონტაჟდა. მოგვიანებით, ანალოგიური რადარით ვოლვოს სხვა მოდელებიც აღიჭურვება.

Lidar - დისტანციური სენსორული სისტემა
უსაფრთხოების ინოვაციური გამოგონება lidar უახლესი დისტანციური სენსორული სისტემაა. ავტომობილის სახურავზე დამონტაჟებული მოწყობილობა ფეხით მოსიარულეს თუ ნებისმიერ ობიექტს 250 მეტრის რადიუსში აფიქსირებს. ტექნოლოგია თანაბრად ეფექტურია როგორც დღის, ისე ღამის მონაკვეთში. ის არა მხოლოდ დაეხმარება და შეატყობინებს მძღოლს გზაზე მოძრავი ან არსებული ობიექტის შესახებ, არამედ სწორ მანევრირებაშიც დაეხმარება. შედეგად, ვოლვო ქარსში ირწმუნებიან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 20%-მდე შემცირდება.
უსაფრთხოების პრევენციული ფარი
ვოლვო ქარსი უსაფრთხოების სისტემებს გამუდმებით აუმჯობესებს. მსოფლიო ბრენდმა მომხმარებლის გაოცება ამჯერადაც შეძლო და მორიგი უპრეცედენტო გამოგონების ავტორად იქცა. ახალ SUV Volvo EX90-ში ჩამონტაჟებული კამერები და ჭკვიანი ალგორითმი მძღოლის ყურადღების ინტენსივობას გააანალიზებს. თუ საჭესთან მყოფი პირის მზერა, გზის გარდა, ხშირად სხვა მიმართულებით არის მიპყრობილი, მართვის პროცესში ჭკვიანი მექანიზმი ერთვება. ის მძღოლს საფრთხის შესახებ ატყობინებს. საჭიროების შემთხვევაში კი ამუხრუჭებს, ანელებს ან აგრძელებს სვლას იმავე ზოლში.

სპეციალური კონტექსტური პანელი და კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმი
სრულად ელექტრიფიცირებულ Volvo EX90-ში ჩამონტაჟებული ცენტრალური ეკრანი ნავიგაციასთან, მედიასა და ტელეფონთან მყისიერ წვდომას უზრუნველყოფს. კონტექსტური პანელი მძღოლს შესაბამის ოფციას მისი მოქმედებებისა და სიტუაციის გათვალისწინებით სთავაზობს, იქნება ეს პარკინგი, მართვა თუ სატელეფონო ზარის განხორციელება.
უფრო მცირე ზომის ეკრანია განთავსებული უშუალოდ საჭის უკან. ავტომფლობელი მისი საშუალებით რეჟიმების ცვლილებას აკონტროლებს, ამასთანავე, იღებს ინფორმაციას, რა შეიცვლება კონკრეტული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში.
ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის სენსორული სისტემის კომბინირებით, ვოლვო ქარსმა უსაფრთხოება და კონტროლი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. მანქანა მუდმივად ატყობინებს მძღოლს, რა ხდება მის გარშემო ან რა შედეგები მოჰყვება კონკრეტულ რეაგირებას.

შიდა სივრცე - ეკოლოგიურად სუფთა სალონი
გამორჩეულია ავტომობილის სალონში გამოყენებული მასალაც, რომელიც ვოლვოში უნიკალური ტექნოლოგიით შეიქმნა და არსად მეორდება. მას მწარმოებლებმა Nordico უწოდეს. ეს არის სკანდინავიური ღირებულებების თანამედროვე გამოხატულება, რომელიც პრემიუმ დიზაინისთვის ინტერიერის ახალ სტანდარტს განსაზღვრავს.
მის შესაქმნელად ბიოლოგიური წარმოშობის მასალაა დამუშავებული.
კაბინა აღჭურვილია FSC™-სერტიფიცირებული ხის პანელებით. საბოლოოდ, ფონური განათების დახმარებით ავტომობილში შვედური საცხოვრებელი ოთახის ატმოსფერო იქმნება.
ამასთანავე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ინტერიერის შვიდი სხვადასხვა ვარიანტიდან თავისთვის სასურველი შეარჩიოს. თითოეული სივრცე ვოლვო ქარსის დიზაინერების მიერ სპეციალურადაა შექმნილი.
მკაცრი კონტროლი გაიარა ქსოვილმა, რომლითაც ვოლვო ქარსის ახალი, ელექტრიფიცირებული მოდელის სავარძლებია დაფარული. გადამუშავებული PET ბოთლების გარდა, Volvo EX90-ის კონსტრუქციაში შესულია თითქმის 50 კგ გადამუშავებული პლასტმასა და ბიოლოგიური წარმოშობის მასალები.
Volvo EX90-ის წარდგენა ვოლვო ქარსის ახალი ერის დასაწყისია. ეს არის ბრენდის პირველი ავტომობილი ახალი თაობის სრულად ელექტრიფიცირებული და პროგრამულად განვითარებული მოდელების სერიიდან. უკვე 2030 წლისთვის კი მსოფლიო ბრენდი მხოლოდ ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს. ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ვოლვოს მთავარი მიზნისკენ - გახდეს სრულად ეკომეგობრული მანქანების მწარმოებელი.
ინფორმაციისთვის: შვედურ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















