ნიკა გვარამიას საქმე იქნება ერთ-ერთი ხელისშემშლელი ევროინტეგრაციის გზაზე - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 16:54 | 08.11.2022
ნანახია: 346

ნიკა გვარამიას საქმე იქნება არა ერთადერთი, თუმცა იქნება ერთ-ერთი ხელისშემშლელი საქმე ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში.

„რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმეც იქნება ნამდვილად ხელისშემშლელი ამ გზაზე. მე არ ვიტყოდი, რომ ეს იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ და იქნება ხელისშემშლელი და უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ამ ევროინტეგრაციის პროცესზე, რაც ყველას ძალიან გვეჩქარება და გვინდა. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც შევისწავლე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მაშინვე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტს, გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია. მას წერილობით მივწერე და დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ეს კომპეტენცია და რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 7 ნოემბერს 12-მა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე