პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს არავის მიმართვა, რომ ასეთ უტიფარ საქმეზე შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს, თუმცა ეს რომც მოხდეს, პრობლემას არ აქრობს, სანამ ივანიშვილის რეჟიმია სათავეში - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 19:41 | 07.11.2022
ნანახია: 219

„ჩემი აზრით, ასეთ ვითარებაში არ უნდა სჭირდებოდეს პრეზიდენტს არავის მიმართვა იმისთვის, რომ ასეთ უტიფარ საქმეზე, სადაც ყველასთვის არა თუ ნათელია, არამედ სწორედ ამ ამოცანისთვის გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ეთქვა ყველას ვიჭერთ, ვისაც გვინდა აბსურდული ბრალდებით, თავისი ინსტრუმენტი გამოიყენოს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ ევროპარლამენტარების მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი გაკეთებულ მიმართვას

„ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემა რჩება ძალაში იმ შემთხვევაშიც კი თუ გვარამიას გაათავისუფლებენ, სანამ რეჟიმს შეუძლია ასე დაიჭიროს ადამიანი ხელმეორედ ან ხელმესამდე, სანამ ასე აკონტროლებს ძალაუფლებას ივანიშვილი“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე