ენმ-მ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:43 | 07.11.2022 ნანახია: 448
დღეს პოლიტიკურ სივრცეში ითვლება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, „ქართული ოცნება“ და ყველა დანარჩენი პარტია ოპოზიციურია. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურია, მაგრამ რეალურად, ყოველდღიური საპარლამენტო და არასაპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი „ოცნების“ მოკავშირეები არიან, - აცხადებს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ან პიროვნულად შევეხო, მაგრამ ელისაშვილის „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული რამდენიმე ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოკავშირეები არიან. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ამბობს, ოპოზიციონერები ვართო - თუ მმართველი პარტიის მოკავშირე ხარ, მაშინ როგორ ხარ ოპოზიციონერი?!
მომავალ არჩევნებში, ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მთავარი ამოცანაა, არ მოტყუვდეს და ხმა იმ პარტიებს არ მისცეს, ვინც რეალურად ოპოზიციური ხმებით მოპოვებულ მანდატებს „ქართული ოცნების“ კალათაში მიიტანენ!
რა უნდა გაკეთდეს: თითოეულმა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, თუ გნებავთ, დაიფიცოს, რომ არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ მთავრობას, რადგან მომავალი მთავრობა ყველა ვარიანტში კოალიციური იქნება!
ეს ყველამ უნდა დააფიქსიროს, რადგან ისე არ აღმოჩნდეს, როგორც წარსულში - როცა „გირჩმა“ მოიპოვა ოთხი მანდატი, უცებ, ორ პარტიად გაიყო და ნაწილი „ოცნების“ მოკავშირე გახდა, ხოლო „გირჩი - მეტი თავისუფლება“ პარლამენტსგარეთ დარჩა. რა გარანტია გვაქვს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ისევ 4 მანდატს არ აიღებს, მაგრამ ზურა ჯაფარიძე ისევ გარეთ არ დარჩება?! ან რა გარანტია გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ისევ არ მოხვდებიან ადამიანები, ვინც დატოვებენ პარტიას და კვლავ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში აღმოჩნდებიან?!
რადგან არ გვაქვს გარანტია, მთავარი ამოცანაა, რომ ამ საკითხებს ამომრჩეველმაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც ყურადღება მიაქციოს! ყველა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს, ითანამშრომლებს თუ არა მომავალში „ქართულ ოცნებასთან“, მის მიერ მოპოვებული მანდატების დამატებით, თუ შექმნის კოალიციას ახალ პროდასავლურ მთავრობასთან. თუმცა აქვე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და გააკეთოს ანალიზი - დაუჯერებს თუ არა კონკრეტულ პარტიებს და პერსონებს.
მიმაჩნია, რომ ყველა პარტია, მით უმეტეს, მსხვილი, უნდა ეცადოს და დამოუკიდებლად მოიპოვოს საპარლამენტო მანდატები. ეს განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი დროა, ჩემი ვარაუდით, 5 %-იან ბარიერს გადალახავს ორი დიდი პარტია, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო“ და გადალახვის შანსი, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, აქვთ „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს, ხოშტარიას „დროა“-ს და ვაშაძის „სტრატეგია“-ს. - ამბობს ოქრიაშვილი.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















