არ შეიძლება, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეცენატს ოლიგარქი - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 18:28 | 07.11.2022
ნანახია: 295

არ შეიძლება, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეცენატს ოლიგარქი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

"ასეთი უტიფარი კომენტარის გამკეთებელი და მითუმეტეს ადამიანი, ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოში არის შექმნილი. პირველი რომ რეალობა სხვა არის. არ შეიძლება, ერთი მხრივ, მაგალითად, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეორე მხრივ იმ ადამიანს, რომელიც არის მეცენატი თავისი ნიშნით უწოდო ოლიგარქი", - განაცხადა ვოლსკიმ.

შგახსენებთ, 12-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე