„თეგეტა“ მომავალი თაობის მხარდასაჭერად - კომპანია საფეხბურთო სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლას უფინანსებს
საქართველო, თბილისი - 15:57 | 07.11.2022 ნანახია: 495
„მე არ მახსოვს, მაგრამ მშობლები მიყვებიან, რომ თურმე ბავშვობაში, როდესაც ვტიროდი, ერთადერთი, რითაც მამშვიდებდნენ, ფეხბურთი იყო, ჩამირთავდნენ ტელევიზორში ნებისმიერ თამაშს და მეც მაშინვე ვჩერდებოდი“.
სანამ საფეხბურთო მოედანზე მოხვდებოდა, ჯერ ბურთთან ერთად იძინებდა. 7 წლის იყო, პირველად მინდორზე რომ გავიდა და მწვრთნელების მოწონებაც მალევე დაიმსახურა. ორი წლით უფროსების გუნდში საკუთარ ანგარიშზე არაერთი გოლი ჩაიწერა, „ვარსკვლავს“ ეძახდნენ და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ მასზე. სხვა ოცნება არ ჰქონია, ყოველთვის დიდი ფეხბურთისკენ მიიწევდა. 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელს, 12 წლის მათე ბერიას ცხოვრების გზა უკვე არჩეული აქვს.

მათე ბერია: „თუ იშრომებ, თავდაუზოგავად თუ ივარჯიშებ, ყველაფერი გამოგივა, ამიტომაც ვაპირებ - ვიშრომო და ვიბრძოლო ბოლომდე, რომ დიდი ფეხბურთელი გამოვიდე და ჩემი ოცნება ავიხდინო. მინდა ვიყო ნაკრების კაპიტანი, გუნდზე მქონდეს პასუხისმგებლობა. ჩემს თავს დიდ ფეხბურთში ვხედავ. ისეთი რამე არ არსებობს, რაც მეზარება, არასდროს ვიღლები და ამიტომ მჯერა, რომ ჩემს მიზანს მივაღწევ“.
ფიზიკა-მათემატიკით არის გატაცებული და ინგლისურ ენასაც უკვე კარგად ფლობს 12 წლის დაჩი ლილუაშვილი. დაინტერესებულია კომპიუტერული თამაშებით, უყვარს ცურვა და გიჟდება მეგობრებთან ერთად გართობაზე, თუმცა ცხოვრების მთავარი ინტერესი და მოწოდება ფეხბურთია. მათეს მსგავსად, ისიც 7 წლიდან თამაშობს. პატარა სპორტსმენს მწვრთნელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დაჩი ლილუაშვილი: „ძალიან პატარა ვიყავი, მამასთან ერთად ფეხბურთის მატჩების ყურება რომ დავიწყე. ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი და 35-ე საფეხბურთო სკოლაში შემიყვანეს. ყველაზე მეტად ჩემს საყვარელ გუნდში, მადრიდის „რეალში“ მინდა თამაში. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება წარმატებულ ფეხბურთელს და მე ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო, თავს გამოვიჩენ თამაშებზე, ბევრს ვივარჯიშებ და მჯერა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდები და ჩემს ოჯახს დიდ სახლს ვუყიდი კუნძულზე“.
დაჩი და მათე იმ მოსწავლეებს შორის არიან, რომლებსაც საფეხბურთო სკოლაში სწავლა ,,თეგეტა ჰოლდინგმა“ დაუფინანსა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია 35-ე სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლის ერთი წლის საფასურს უხდის.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციის ხელმძღვანელი: „ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად „თეგეტა“ არაერთ აქტივობას ახორციელებს. ჩვენი კომპანიისათვის განათლება პრიორიტეტულია. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდისთვის გახდეს ცოდნის მიღება უფრო ხელმისაწვდომი. შეუძლებელია მათეს, დაჩის, არჩილსა და ლუკას მოუსმინო და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის სურვილი არ გაგიჩნდეს. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვით დიდი წარმატებისა და ჩვენი მიზნების მიღწევას შევძლებთ“.
35-ე სკოლაში მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის არიან განსაკუთრებული უნარებით გამორჩეული აღსაზრდელები. ახლა ამ საქმეში სკოლას „თეგეტა ჰოლდინგიც“ ეხმარება ერთი მიზნით - უკეთესი მომავლისათვის.
გიორგი ავსაჯანიშვილი, 35-ე სკოლის დირექტორი: „თეგეტა“ გვერდში დაგვიდგა და ჩვენს ოთხ მოსწავლეს ეხმარება, ნიჭიერ თაობას, რომლებმაც მომავალში შესაძლოა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ასეთი მხარდაჭერა ბავშვებს უფრო მეტ სტიმულს აძლევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აღსაზრდელები აუცილებლად გვასახელებენ“.
საფეხბურთო სკოლაში დღეს 400-ამდე ბავშვი სწავლობს. სკოლას სწავლების დიდი გამოცდილება აქვს და უკვე არაერთი კარგად ცნობილი ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი. მომავალში მათ რიგებს მათე, დაჩი, არჩილი და ლუკაც შეუერთდებიან.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















