ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:20 | 03.11.2022
ნანახია: 310

ვიზიტი შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბელარუსის დელეგაციის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ნათელი მიზანი და ამოცანა გვაქვს, ეს არის ის, რომ შევინარჩუნოთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. შესაბამისად, ნებისმიერი რეაგირება განხორციელდება სწორედ ამ მიზნის ჭრილში. ვიზიტი შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის პარლამენტის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაცია ბელარუსულმა მედიამ გაავრცელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე