არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, ამ კონკრეტულ საქმეზე გამიჭირდება დეტალებში შესვლა - კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე

საქართველო, თბილისი - 13:44 | 02.11.2022
ნანახია: 244

არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კაა კალაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"არ ვიცი, გამიჭირდება დეტალებში შესვლა. არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია. დარწმუნებული ვარ, ასეა ნებისმიერი ადამიანი. თუმცა, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი. ამ კონკრეტულ საქმეზე გამიჭირდება დეტალებში შესვლა", - თქვა კახა კალაძემ.

სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე