პრო ბონო პროექტი - „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად
საქართველო, თბილისი - 18:06 | 31.10.2022 ნანახია: 618
კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს.
„სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ წევრი ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარებაზე ამჯერად „თეგეტა ჰოლდინგმა“ იზრუნა. პროექტის ფარგლებში, სოციალურ მეწარმეებს კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ჩაუტარდათ ექსპრესკურსები სოციალურ მედიამენეჯმენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პროექტის მიზანია მეწარმეების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება შემდგომში თავიანთი საქმიანობის ეფექტურად სამართავად.
„სოციალურ საწარმოთა ალიანსი“, რომელიც საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს, 2016 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სფეროს განვითარებას. როგორც ალიანსში აცხადებენ, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების მხარდაჭერა.
სალომე კუსიანი, ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი: „სოციალური მეწარმეები ძირითადად არასამთავრობო სექტორში „დაბადებული“ მეწარმეები არიან, შესაბამისად, ბიზნესმიმართულებებით სხვადასხვა უნარების გაძლიერება და დახვეწა მნიშვნელოვანია. პრო ბონო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც თითოეული მიმართულებით სფეროს პროფესიონალებს აერთიანებენ.
ასე დავმეგობრდით „თეგეტა ჰოლდინგთან“ და განვახორციელეთ პირველი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ზაფხულში დაიწყო და ორ ეტაპად ჩატარდა. ექსპრესკურსების თემები წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, სოციალური მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სოციალური საწარმოების გაძლიერებას, განვითარებასა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას. ეს, თავის მხრივ, გარემოსა თუ საზოგადოებაზე უფრო მეტ დადებით სოციალურ გავლენას ნიშნავს. ვფიქრობ, როგორც ჩვენთვის, ისე „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საინტერესო გამოცდილება იყო ამ პროექტზე მუშაობა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“.

პროექტის პირველი ეტაპი 2022 წლის ზაფხულში შედგა, რომლის ფარგლებშიც სოციალური მედიამენეჯმენტის ექსპრესკურსი ჩატარდა. მეორე ეტაპი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს მოიცავდა, შემოდგომაზე განხორციელდა.
ნინო გელაშვილი, სოციალური საწარმო „დადარის“ გაყიდვების მენეჯერი: „ჩვენს სოციალურ საწარმოში, რომელშიც შრომითი ინტეგრაციის სივრცეა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ვქმნით ხის სათამაშოებსა და ნაკეთობებს, რაც ბავშვებს წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. კურსები კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის ახალი ცოდნის მიღების თვალსაზრისით. ლექტორების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, სწორად და ეფექტურად წარმოგვეჩინა ჩვენი ორგანიზაცია. „დადარის“ გვერდი სოციალურ ქსელში უკვე განვაახლეთ და ვცდილობთ, ყოველი ახალი კომუნიკაცია სწორი არხითა და ფორმით წარვმართოთ“.
პრო ბონო პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია ხორბალაძემ 30-მდე სოციალურ მეწარმეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრეს კურსი ჩაუტარა, რომელიც 1,5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოველკვირეულმა შეხვედრებმა ჯამში 12 სამუშაო საათი მოიცვა. სოციალური მედიის მოკლე კურსს, რეკლამირების მიმართულებით თეგეტას ციფრული რეკლამირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემო კვინიკაძე და ციფრული რეკლამირების მენეჯერი ქეთევან ასლანიშვილი უძღვებოდნენ. ასევე სოციალური მედიის მიმართულებით 4 შეხვედრა „თეგეტა ჰოლდინგის“ სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელმა, მაია გულისაშვილმა ჩაატარა. სესიები 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სოციალურ მეწარმეებს თეგეტას თანამშრომლები 30 სამუშაო საათის განმავლობაში უზიარებდნენ გამოცდილებას.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გვიხარია, რომ „სოციალურ საწარმოთა ალიანსთან“ თანამშრომლობით მოგვეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ჩვენი გუნდის წევრები სიამოვნებით ჩაერთნენ პრო ბონო პროექტში და ამ გზით, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“ .
პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე სოციალურმა მეწარმემ გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრესკურსები.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















