სარჯველაძე გამორიცხავს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი პერსონალურად ივანიშვილზე გავრცელდეს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 31.10.2022
ნანახია: 274

გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი პერსონალურად ივანიშვილზე გავრცელდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ამ შემთხვევაში, ოლიგარქის ცნებისთვის მთავარი რაც არის, რომ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდეს და ხელისუფლებასთან მიმართებაში კონკრეტული გავლენები ჰქონდეს - მოცემულ შემთხვევაში, ასეთი სახეზე არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირადად მე, ნაკლებად მოსალოდნელი მგონია და გამოვრიცხავ, რომ ამ კანონის მოქმედება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში გავრცელდეს", - თქვა სარჯველაძემ.

დღეს, 31 ოქტომბერს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე