დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა - მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:26 | 31.10.2022
ნანახია: 264

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა. არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ. ეს არანაირ შედეგამდე არ მოგვიყვანს, პირიქით, პრობლემას სხვაგან გადავიყვანთ. ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ, ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე