ინდოეთში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 31.10.2022
ნანახია: 467

ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელერახი NDTV ავრცელებს.

ტრაგედია 30 ოქტომბერს მოხდა. 230-მეტრიანი ისტორიული ხიდი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. ის ორი წლის განმავლობაში იყო დაკეტილი და 26 ოქტომბერს რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა.  მედიის ცნობით, ჩამონგრევის დროს ხიდზე 500-ზე მეტი ადამიანი  იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

 მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე