თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 28.10.2022
ნანახია: 349

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე