რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 27.10.2022
ნანახია: 273

რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? რადგან ეს რომან გოცირიძესა და ენმ-ს სურს, რამეს ნიშნავს? - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, რომ რამენაირად საქართველო დასანქცირდეს და დაიჩაგროს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე. და რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? რადგან ეს რომან გოცირიძესა და ენმ-ს სურს, რამეს ნიშნავს? მათ ნებისმიერი ქართველი ადამიანის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს. საქართველოსთვის რაც უფრო ცუდი რამე მოხდება, ეს არის მათი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ერთადერთი ჟანგბადი. ქართულ პოლიტიკაში სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ", - თქვა ქადაგიშვილმა.

აშშ-მა მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სიაში ის პირები მოხვდნენ, რომლებიც მოლდოვაში რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ, მათ შორის, ოლიგარქი და ქვეყნის ყოფილი არაფორმალური მმართველი, ვლადიმირ პლახოტნიუკი. სანქციების დაწესების მიზეზი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა, არჩევნები, სასამართლო სისტემაზე გავლენა, სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდება და კორუფცია გახდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე