კორუფცია და ოლიგარქია უნდა დამარცხდეს საქართველოში - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 15:00 | 27.10.2022
ნანახია: 457

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დამარცხდეს. გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ეხმიანება, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ მოლდოვაში ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და კიდევ 19 ფიზიკურ პირს, აშშ სანქციებს უწესებს.

"დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, რომელიც ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებს განვითარებას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში"- წერს გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე