შეფასების წერა 2023-ის ბოლოს დასრულდება, სავარაუდოდ, იქნება ნეგატიური - ჯაფარიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე
საქართველო, თბილისი - 13:49 | 25.10.2022 ნანახია: 453
შეფასების წერას დაიწყებენ თებერვალ-მარტში, მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური, - ამის შესახებ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირი შეფასების წერას არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყებს და 2023 წლის ბოლოს დაასრულებს.
"ხაზი მინდა გავუსვა, რომ წლის ბოლოს სავარაუდოდ, არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება. შეფასების წერას დაიწყებენ მომავალი წლის თებერვალ-მარტში და დაასრულებენ წლის ბოლოს და მაღალი ალბათობით ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ისინი, რომ შეფასება იქნება ნეგატიური. მათ შორის ამის მიზეზი არის ის, რომ რიგ პუნქტებთან მიმართებაში ისინი ელოდებიან არა საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ დააკვირდნენ როგორ მუშაობს ეს საკანონმდებლო ცვლილებები, უნდა დაინახონ რეალურ ცხოვრებაში რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოაქვს შედეგი.
მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტია დეოლიგარქიზაცია, დეოლიგარქიზაციაზე უბრალოდ კანონის მიღება არაა საკმარისი, საჭიროა დროში დაკვირვება, რომ ნახონ მოხდა თუ არა დეოლიგარქიზაცია და როგორც გვითხრეს, ამისთვის პრაქტიკაში დაკვირვებისთვის რჩება სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო, რადგან ბევრ პუნქტებთან მიმართებაში ოცნებას ნაბიჯი არ გადაუდგამს", - თქვა ჯაფარიძემ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















